ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარები წარადგინა

27 მარტი, 2013 • 920
ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარები წარადგინა

ნაძალადევის რაიონში კოალიციის სახელით კენჭს იყრის თამარ კორძაია, ბაღდათში – პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში – გიორგი კახიანი.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„თამარ კორძაიას აქვს კვალიფიციური და ამავე დროს სამართლიანია ადამიანის რეპუტაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია პარლამენტისათვის. ნაძალადევმა თეა წულუკიანი აირჩია. თამარი არის ისეთივე პრინციპული, როგორიც თეა და ისეთივე სამართლიანი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ბაღდათში კენჭს იყრის პაატა კიკნაველიძე – მას წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აქვს დიდი გამოცდილება როგორც ადვოკატს. ბაღდათელია და იქაური პრობლემები კარგად იცის. მინდა ვთქვა, რომ ბაღდათელებსაც ღირსეული შემცვლელი მოვუძებნეთ არჩილ კბილაშვილის შემდეგ.

 

რაც შეეხება სამტრედიის ოლქს, ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი კახიანი – ისიც იურისტია და იურისტებზე არ ვჩერდებდით შემთხვევით. უსაფაშვილი ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრები.

 

ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, სამივე მათგანი საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ ოლქებში გამარჯვებულების ღირსეული შემცვლელები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი