როგორც სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, ერთი თვის დაგვიანებით იმიტომ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფაქტზე მიმდინარეობდა მოკვლევა და სამინისტრო ამ დრომდე ელოდებოდა სიკვდილის მიზეზის დამდგენ ექსპერტიზის პასუხს. ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ გარდაცვალება ნამდვილად გულის შეტევით იყო გამოწვეული.
“გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო მოკვლევა. გამოკითხულნი იყვნენ, როგორც #9 დაწესებულების მსჯავრდებულები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2013 წლის 25 თებერვალს შ. ბ. ასრულებდა სამსახურებრივ მდგომარეობას, რა დროსაც მოუვიდა გულის უეცარი შეტევა.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს შ.ბ-ს გარდაცვალების გამო და ამასთანავე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე გავრცელდეს შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
