ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ერთჯერადი აქცია შესაძლოა უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, რადგან ასეთ დროს საზოგადოების ყურადღება ერთ კონკრეტულ პრობლემაზეა კონცენტრირებული:

 

“პატრიარქის ფონდის ჩარჩოები არის მეცნიერება და კულტურა, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ვერ ვუვლით გვერდს სოციალურ საკითხსაც, ამიტომ გვაქვს, მაგალითად, ასეთი პროექტი- ბავშვებს სკოლებში ვახატინებთ ნახატებს, შემდეგ ამ ნახატებს ყიდიან და შემოსული თანხა ხმარდება მზრუნველობამოკლებულ ან ავადმყოფი ბავშვების ოჯახებს. ამ პროექტს ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ ახლა ვცდილობთ ისეთი აქცია გავაკეთოთ, რომელიც იქნება ერთჯერადი და უფრო წარმატებული. მაგალითად, ვფიქრობთ, სააღდგომოდ  გავაკეთოთ აქცია, რომლის ფარგლებშიც სუპერმარკეტების ქსელში დაიდგმება კალათები და როდესაც ადამიანი ყიდულობს საკვებს, შეუძლია 2 ლარი, 3 ლარი, 5 ლარი გადადოს გაჭირვებული ბავშვებისთვის და საჩუქარი გაუკეთოს სააღდგომოდ. თან ახლა მარხვაა, ძალიან ბევრს თანხა არ ეხარჯება ხორცში და რძის ნაწარმში და შეიძლება ეს თანხა ქველმოქმედებისკენ წავიდეს”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანია
ლაშა ჟვანია

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ვისაც თანხით დახმარების საშუალება არ აქვს შეუძლიათ ფონდს იდეები მიაწოდონ, ან საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური დახმარება გაუწიონ:

“საუბარი არ არის მხოლოდ ფულზე, აქ არის უფრო საუბარი საზოგადოების ინდიფერენტულობაზე, რომ უფრო მეტად მოტივირებული უნდა ვიყოთ, ჩავერთოთ ასეთ საქმიანობაში და მერე გზაც გამოჩნდება”


ლაშა ჟვანიას განცხადებით, შეგროვილი თანხის გადანაწილებას ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით ახდენს და ამჯერადაც ასე მოხდება:


“ბავშების ნახატების გაყიდვის პროექტით შედეგად შემოსული თანხა ფონდში არ გროვდება, პირდაპირ გადაეცემა ორგანიზაციას “მზრუნველი დედები ავადმყოფი შვილებისათვის” და თვითონ ანაწილებენ შემდეგ, თვითონ აქვთ პრიორიტეტები, ამჯერად შემოსულ თანხასაც ჩვენ არ გადავანაწილებთ”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *