იეჰოვას მოწმეთა ონლაინ რესურსის მიხედვით, ეს დღესასწაული აღინიშნება 14 ნისანს. ამ დღის გამოსათვლელად ისინი ეყრდნობიან ებრაულ კალენდარს, რომელიც გავრცელებული იყო პირველ საუკუნეში. ებრაელებისთვის დღე იწყებოდა მზის ჩასვლით და გრძელდებოდა მომდევნო საღამომდე, მზის ჩასვლამდე. ამგვარად, ებრაული კალენდრის მიხედვით, იესო იმ დღეს მოკვდა, რომელ დღესაც გახსენების საღამო დააწესა. ნისანი იწყებოდა მზის ჩასვლით მას შემდეგ, რაც იერუსალიმში გამოჩნდებოდა ახალი მთვარე გაზაფხულის ბუნიობის რომელიმე უახლოეს დღეს. გახსენების საღამოს თარიღის დასადგენად ეჰოვას მოწმეებმა ამ დღიდან უნდა გადაითვალონ 14 დღე.
“შეკრება იესო ქრისტეს სიკვდილის გასახსენებლად, მისი სიკვდილის გახსენების საღამო. ყველა სხვა ადამიანის სიკვდილისგან განსხვავებით, იესოს სიკვდილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის ერთადერთი ღირსსახსოვარი მოვლენა, რომლის აღნიშვნაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა. მას აგრეთვე უწოდებენ საიდუმლო სერობას და უფლის ვახშამს”, – სწორედ ასეა განმარტებული იესოს სიკვდილის გახსენების საღამო ეჰოვას მოწმეთა ვებგვერდზე.
