“პარლამენტის უმცირესობის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გუშინ გაიმართა, მე ვფიქრობ, სასარგებლო კოსნულტაციები. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით არა მხოლოდ კონსტიტუციის შინაარსზე, არამედ პროცედურის ფორმაზე, რაც მისასალმებელი მოვლენა იყო პარლამენტში. კარგი იქნებოდა, რომ სხვა, ძალიან მნიშვნელოვან კანონებზეც იგივე გაგრძელდეს”, – განაცხადა მიხეილ საააკშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი “ძალით გატანის შემთხვევაში უნდა დავემშვიდობოთ თავისუფალი სასამართლოს იდეასაც კი”.
“ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად მუშაობა, ერთმანეთის ჯიბრში არჩადგომა. ყველა პარტიის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ჩვენ წავიდეთ ევროპისკენ და სასამართლო იყოს თავისუფალი. ძალიან კარგად მუშაობენ ერთად ბაქრაძე და უსუფაშვილი. მათ უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა, მეც მზად ვარ ჩავერთო, პრემიერ–მინისტრიც ჩაერთვება და ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისა და ხელის გადაგრეხვის გარეშე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რაც არის ვენეციის კომისიაში კარგად გაწერილი”, – განაცხადა მიეხილ სააკაშვილმა.
