ახალი ამბები

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადებით იმედგაცრუებულია

28 ივნისი, 2017 • 2824
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადებით იმედგაცრუებულია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადება შეაფასა. როგორც ბუკიკიომ ბათუმში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა,  ამ გადაწყვეტილებით დამწუხრებული და იმედგაცრუებულია:

“მე დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს იყო ძალიან პროგრესული პროცესი. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კომპრომისი” – უთხრა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი