ახალი ამბები

ანონსი – 28 ივნისი

28 ივნისი, 2017 •
ანონსი – 28 ივნისი
10 საათზე, სკოლა ლიცეუმ სხივში (დიდი დიღომი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368) გაიმართება 2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელი მეთოდური სხდომა სემინარი. სხდომას დემირელის კოლეჯის პედაგოგები  და მისი სკოლის პარტნიორი სკოლები დაესწრებიან ქალაქ თბილისიდან, ბათუმიდან, მარნეულიდან და რუსთავიდან.
11:00 საათზე, „პირველის“ პრესკლუბში რეჟისორი, პოლიტიკოსი გოგა ხაინდრავა პრესკონფერენციას გამართავს თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები. მისამართი: წერეთლის გამზირი 116 “დიდუბე პლაზა” მეორე სართულო საინფორმაციო სააგენტო “პირველი”.
12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები კომპანიის- “GWP” წარმომადგენლებისგან პეკინის გამზირზე  სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის  შესახებ  ანგარიშს მოისმენენ. მისამართი (შეკრების ადგილი): ვაჟა-ფშაველას და პეკინის კუთხეში, ცენტრალური არქივის მიმდებარე ტერიტორია.
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასმართლოში საიას სარჩელზე მთავარი სასამრთლო სხდომა გაიმართება. საქმე ეხება, პროექტ „Check In Georgia“-სთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და „შემოქმდებით საქართველოს“  მიერ საჯარო ინფომაციის გაცემის დავალდებულებას. კერძოდ, #საია მოპასუხეებისგან ითხოვს  გასცენ ინფორმაცია 2016 წელს „Check In Georgia“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული მსხვილი ღონისძიებების შესახებ. (საქართველოს ფარგლებს გარეთ, შეძენილი ბილეთების რაიდენობა, ბილეთების კატეგორია, ქვეყნების ჩამონათვალი)
14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იუსტიციის სახლის აღმასრულებელდირექტორ გივი აზაურაშვილთან ერთად იუსტიციის სახლში, თანამშრომლებისადა ვიზიტორებისთვის C ჰეპატიტის სკრინინგს დაესწრება.მისამართი: თბილისის იუსტიციის სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი