“ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხები. მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველოს საპატიო კონსულების დანიშვნის ოფიციალური ცერემონია. საგარეო საქმეთა მინისტრი საჯარო ლექციას წაიკითხავს ლეიდენის უნივერსიტეტში, ასევე  მონაწილეობას მიიღებს კლინგენდაელის უნივერსიტეტში დაგეგმილ დისკუსიაში საქართველოს შესახებ. 24 მარტს ჰააგაში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება  სხვადსახვა ქვეყნებში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულებს”. –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ჰოლანდიელ კოლეგა ფრანს ტიმერმანსთან; დაგეგმილია შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტში, სენატის საგარეო, თავდაცვისა და განვითარების და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან. ასევე, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *