ახალი ამბები

ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა

23 მარტი, 2013 • • 1486
ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა

როგორც “ნოვაია გაზეტა” წერს, ბერეზოვსკის სიძემ ეგორ შუპემ ფეისბუქში, პირად გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა

ბერეზოვსკი
ბერეზოვსკი

ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ. ბორის ბერეზოვსკი 13 წლის წინ გადასახლდა დიდ ბრიტანეთში, მან რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი მოვიდა.

 

“ნოვაია გაზეტა” ეგორ შუპეზე დაყრდნობით წერს, რომ 67 წლის ბერეზოვსკი ბოლო დროს დეპრესიულ განწყობაზე იყო და საზოგადოებაში ხშირი გამოჩენისგანაც თავს იკავებდა. ჯერჯერობით უცნობია,  რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. 

 

რუსულ ტელეარხ “დოჯდს” ოლიგარქის მეგობრებმაც დაუდასტურეს ბერეზოვსკის გარდაცვალების ფაქტი.

 

ბერეზოვსკის გარდაცვალების ფაქტი ასევე დაადასტურა ბრიტანულმა ტელეარხმა “ბი–ბი–სი-მ” და გამოცემა “გარდიანმა”.

 

მათი ცნობით, უკანასკნელი 2 წელიწადი რუსი ბიზნესმენისთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ცოლთან გაყრისა და ყოფილ პარტნიორებთან სასამართლო დავის შედეგად ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა მოუწია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი