სამინისტროს ცნობით, შეთანხმდა ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი, რითიც მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებების პროცესში.

 

“აღნიშნული შედეგი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე. ასოცირების შესახებ შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასთან შედარებით ყოვლისმომცველი, პოლიტიკურად ბევრად ძლიერი და შინაარსობრივად ბევრად უფრო ღრმა დოკუმენტია, რომელსაც თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და მოიცავს ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის მძლავრ მექანიზმებს”. –ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას – საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *