შეხვედრა სენ დენიში, სტად დე ფრანსზე გაიმართა. თამაში თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყო და  პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემოდა. 

 

შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:0 დასრულდა ასევე ფრანგთა სასარგებლოდ. შეხვედრის მეორე ნახევარში ფრანგებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, ხოლო სამოცდამეათე წუთზე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა სანდრო კობახიძემ გაიტანა.  შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველო საფრანგეთთან 3:1 დამარცხდა. 

 

საქართველოს ნაკრები უკვე მესამედ დაუპირისპირდა საფრანგეთს. ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ფრანგებმა თბილისში 3:0, ოსერში კი 1:0 მოიგეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *