ახალი ამბები

პრეზიდენტის შვილის მეგობარი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

27 ივნისი, 2017 •
პრეზიდენტის შვილის მეგობარი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამარლომ მიხეილ თათარიშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუცვალა და 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 27 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მიხეილ თათარიშვილი 2017 წლის მარტში დააკავეს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც მიხეილ თათარიშვილის მეგობარია, აცხადებდა, რომ  თათარიშვილს ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს.

მარგველაშვილმა თათარიშვილის დაკავება პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს დაუკავშირა. ანა მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თათარიშვილს დაკავებამდე სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.

საქართელოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 25 ივლისს განაცხადა, რომ სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას.“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა მაშინ გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი