BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 123 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ აჰმედპურში ნავთობის გადამზიდი სატვირთოს აფეთქების შედეგად.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ამობრუნდა და ხალხი მანქანასთან საწვავის შესაგროვებლად მივიდა. დაზიანებული ტანკერიდან საწვავი წვეთავდა. ამ დროს მოხდა აფეთქება. სავარაუდოდ, ცეცხლი სიგარეტის ნამწვავის გამო გაჩნდა. ათობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
სატვირთოს 25 000 ლიტრი საწვავი გადაჰქონდა ერთი ქალაქიდან მეორეში.