ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: ვაჩვენეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთიანი

22 მარტი, 2013 •
გიორგი ვაშაძე: ვაჩვენეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთიანი

 ეს განცხადება ვაშაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “დიალოგში” გააკეთა. 

 

“ძველი ნორმა კონსტიტუციაში მოქმედია. ეს იყო პრინციპული საკითხი. მოხდა პოლიტიკური შეთანხმება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. მეორე რაც დაფიქსირდა, პარლამენტში არის უმცირესობა და უმრავლესობას მის გარეშე არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა. რაც რადიკალურად განსხვავდება ბოლო სამი თვის განმავლობაში უმრავლესობისაგან წარმოებული კამპანიისგან. მესამე ასევე დაფიქსირადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტილებაში არის ერთიანი” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

 

დავით საყვარელიძე პარლამენტი
დავით საყვარელიძე პარლამენტი

 

ის უმრავლესობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს: “მინდა ცალსახად მივესალმო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ჩვენ ძალიან მარტივი საკითხი ვთხოვეთ მათ, რომ გამართულიყო სარეიტინგო კენჭისყრა. ეს ჩვენ გვჭირდებოდა იმისთვის, რომ დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ პოზიცია არის ერთანი. არ ვიყოფით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის სერიოზული მესიჯი ყველა საკრებულოს წევრთან, რომელიც არის წნეხის ქვეშ, მათთვის ეს არის მესიჯი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთიანი, მყარად დგას და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარება. ჩვენი მხარდამჭერები გვეხმინებოდნენ მთელი დღის განმავლობაში და მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ერთიანობა.”

 

 

 

 

ვაშაძის განცხადებით, ორივე პოლიტიკურმა ძალამ აჩვენა ერთი რამ, რომ ჩვენ შეგვიძლია თანაცხოვრება:”ჩვენ შეგვიძლია არა დაპირისპირებით და არა უხეში რიტორიკით, არამედ თანამშრომლობით, ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ. ამისთვის იყო ეს მნიშვნელოვანი, თორემ სხვა შემთხვევაში ამ ნორმის ამოქმედება შეუძლებელი იყო და ეს ხვალ უკვე სამართლებრივად იქნება გარანტირებული.”

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი