ახალი ამბები

კვირიკაშვილი: კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

25 ივნისი, 2017 • 1963
კვირიკაშვილი: კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კახა კალაძეს საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს.

ეს განცხადება კვირიკაშვილმა 24 ივნისს, შუახევიჰესის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“[კახა კალაძეს] ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, სადაც კახა კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ, თქვენი სახელით, მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი. ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია.

კვირიკაშვილს არ უსაუბრია, თუ კონკრეტულად რა გეგმები აქვს კალაძეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად კალაძე განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი