უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ივლისში ეწვევა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი “რუსთავი 2”-თან საუბარში ადასტურებს.
“თქვენთან გავამხელ, რომ პირველი სახელმწიფო ვიზიტი შედგება მიმდინარე წლის ივლისში,” – განაცხადა პოროშენკომ.
რ2-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პირდაპირ არ უპასუხა მათ შეკითხვას, ისაუბრებს თუ არა ქართულ მხარესთან მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობისა და მის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხზე.
“არავისთან ვაპირებ უკრაინის მოქალაქის მოქალაქეობის საკითხის განხილვას, ეს ერთი, მეორე – არ ვაპირებ იმის შეფასებას, რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი ჩემს ქვეყანაში, რადგან ის პირადად მე მოვიწვიე, დამხმარებოდა ოდესის ოლქში რეფორმების გასატარებლად. სამწუხაროდ, შედეგს ხედავთ. და თუ არ იცით, მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ,” – განუცხადა რ2-ს პოროშენკომ.