კბილაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ცხელ ხაზში” განმარტა, რომ ამის მიუხედავად, ხშირად სასამართლო ბრალდებული მოხელეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო სანქციას იყენებს.

 

მთავარი პროკურორის განცხადებით, ევროპული სტანდარტია, რომ მაქსიმალურად დაბალი იყოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო სანქციის გამოყენება და ძნელია შეედავო დღესდღეობით სასამართლოს პოზიციას საქართველოში ამ კუთხით, თუმცა, მისი განცხადებით, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, როდესაც სასამართლო უმეტესად საპატიმრო სანქციებს იყენებდა.

 

არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ესმის ამის გამო მოსახლეობის ნაწილის პრეტენზია, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას, თუმცა, მისივე თქმით, სიტუაცია შეიძლება სულ სხვა იყოს 3-4 თვის შემდეგ, როდესაც დასრულდება საქმეების სასამართლო განხილვები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *