ახალი ამბები

ლაურა ღაჭავას 600 ათასი ლარი შეეფარდა გირაოს სახით

20 მარტი, 2013 • • 997
ლაურა ღაჭავას 600 ათასი ლარი შეეფარდა გირაოს სახით

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ პროცესზე “ქართუ  ბანკის” გაკოტრების საქმეში ბრალდებული  19 ბიზნესმენის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

პროკურატურა “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში ბრალდებულებისთვის გირაოს სახით მეტი თანხის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

 

საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე პროკურატურა ლაურა ღაჭავას და მისი ვაჟის დავით კოდუას  შემთხვევაში 1 600 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ცეზარ ჩოჩელის შემთხვევაში კი – 650 ათასი ლარის. 

 

იმ 19 ბიზნესმენს, რომლებიც “ქართუ ბანკის” საქმეში ფიგურირებენ, ბრალად ედებათ მოჩვენებითი გარიგებით ქონების მითვისება და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 მაისს ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი