ახალი ამბები

მარგველაშვილი: ჩვენ გავხდით პოლიტიკური კლოუნადის მსხვერპლი

20 მარტი, 2013 •
მარგველაშვილი: ჩვენ გავხდით პოლიტიკური კლოუნადის მსხვერპლი

მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტრო, ისევე როგორც ხარისხის მართვის სამსახური, პოლიტიკური კლოუნადის მსხვერპლი გახდა:


“მე მინდა ღია ეთერით მივმართო ხარისხის მართვის სამსახურს იმისთვის, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. კოლეგებო, ბოლო პერიოდის განმავლობაში მე ვწუხვარ, რომ თქვენ ჩემთან ერთად გახდით ბენდუქიძის, ხატია დეკანოიძის, ურუშაძის, უტიაშვილის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური კლოუნადის და პიარის და უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი. ჩვენ თვალს ვადევნებდით ყოვლად ამაზრზენ პოლიტიკურ კამპანიას, რომლის ლოზუნგიც იყო “ბენდუქიძე დგას კანონზე მაღლა”, მე მიხაროა, რომ დღეს ამ ჯგუფმა მოახერხა და მოვიდა კანონთან შესაბამისობაში. დღეს ხარისხის მართვის სამსახურში არის წარდგენილი დოკუმენტები, სადაც, ალბათ თავისთვის გასაოცრად და უჩვეულოდ, ის ჯგუფი, რომელიც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებდა 9 წლის განმავლობაში, მოსულია შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, რამდენადაც ეს რთული და გაუგონარი არ უნდა იყოს მათთვის. აქედან გამომდინარე ხარისხის სამსახურს გთხოვთ, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადაში და კანონის ფარგლებში განახორციელეთ შესაბამისი პროცედურები იმისთვის, რომ დამთავრდეს ეს პიარსპეკულაციები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.


მინისტრი ვარაუდობს, რომ მაქსიმალურად დაჩქარების შემთხვევაში პროცედურების დასრულება დაახლოებით ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი