ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, გურიაში კონკურსით შეარჩია თანამშრომელი, რომელსაც ჟურნალისტები აკრიტიკებენ

22 ივნისი, 2017 •
ომბუდსმენის თქმით, გურიაში კონკურსით შეარჩია თანამშრომელი, რომელსაც ჟურნალისტები აკრიტიკებენ

გურიაში სახალხო დამცველის ოფისის ახალი თანამშრომლის, კუკური ბარამიძის დანიშვნას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ის წლების განმავლობაში პარტიული აქტივისტი იყო და ზეწოლას ახდენდა მოქალაქეებზე, მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურში მუშაობის დროს კი დევნიდა მედიას და თანამშრომლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატი აძლიერებს რეგიონულ ოფისებს, კუკური ბარამიძე კი გენდერულ საკითხებზე პროექტის ერთ-ერთ თანამშრომლად შეირჩა გურიის ოფისში. სახალხო დამცველის განცხადებით, კანდიდატის შესარჩევად ჩატარდა კონკურსი, რომლის კრიტერიუმებსაც ბარამიძე სრულად აკმაყოფილებდა და მისი სხვა შესაძლო ქმედებების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ:

“პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ვაკანსიაზე, რომლის საფუძველზეც შეირჩა კუკური ბარამიძე. ჩვენ ვთხოვთ ყველას, იქნებ გადმოგვიგზავნონ კონკრეტული ფაქტები. მან გაიარა კონკურსი, შესაბამისად, კომისიას რა მოთხოვნებიც ჰქონდა, ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. უახლოეს დღეებში ის შეუდგება თავისი უფლება-მოსილებების განხორციელებას. ეს არის პროექტის ფარგლებში, გენდერის საკითხებში. მისი რაიმე სხვა საქმიანობა ჩვენთვის უცნობია. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, იქნებ მოგვაწოდოს დეტალურად, რათა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ. არა ზოგადი, არამედ კონკრეტული. სიამოვნებით მივიღებთ,” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი