ახალი ამბები

მამები Balenciaga – ს ახალი კოლექციიდან [ფოტო]

22 ივნისი, 2017 •
მამები Balenciaga – ს ახალი კოლექციიდან [ფოტო]

მოდის სახლმა Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, პარიზის მოდის კვირეულზე კაცის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა 2018 წლისთვის.

Balenciaga-მ კაცის ხაზის წარმოება სწორედ გვასალიას მისვლის შემდეგ დაიწყო.

“ბალენსიაგას S/S 2018 წლის კოლექცია ინსპირირებულია ოფისის თანამშრომლებით, რომლებსაც შაბათ-კვირას შვილები პარკში მიჰყავთ სასეირნოდ”, – წერს გარდიანი.

ჩვენებაზე მოდელები ბავშვებთან ერთად გამოვიდნენ.

“ბალენსიაგა ამ წუთისთვის ყველაზე გავლენიანი ლეიბლია მოდის სამყაროში. თუ გინდათ იცოდეთ, როგორი ფეხსაცმელი გეცმევათ ერთი ან ორი წლის შემდეგ, ბალენსიაგას მნიშვნელოვანი გასაღების შემოთავაზება შეუძლია. მოდის მიმდევრები შეამაჩნევდნენ, რომ ბალენსიაგას მოდელების ნახევარმა მაინც სტილის ყველაზე ბაზისური წესები დაარღვია, როდესაც ოფისის ფეხსაცმელები ჯინსებზე ჩაიცვა”, – წერს გარდიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი