ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს ნატოს ავიაგამანადგურებელმა ჩაუფრინა

21 ივნისი, 2017 •
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს ნატოს ავიაგამანადგურებელმა ჩაუფრინა

რუსულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიის საჰაერო სივრცეში ნატოს ავიაგამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა. ნატო კი აცხადებს, რომ მათი ავიაგამანადგურებელი მხოლოდ თვითფრინავის ვიზუალურ იდენტიფიცირებას ცდილობდა.

შემთხვევის ამსახველი კადრები რუსულ მედიაშივე გავრცელდა, რომელიც ბორტიდან არის გადაღებული. ნატოს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელთან ერთად კადრებში რუსული სუ-27-იც ჩანს, რომელიც თვითმფრინავებს შორის დგება, ხოლო ამის შემდეგ F-16 კურსს იცვლის.

რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი შოიგუ კალინინგრადში მიემგზავრებოდა, სადაც სამხედრო უწყებების კოლეგიის გასვლით სხდომას გამართავს.

BBC–ის ინფორმაციით, ინციდენტს გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაც.  ნატოს განცხადებით, მათ მოგვიანებით მიაგნეს რუსულ თვითმფრინავებს, მაგრამ მათი ამოცნობა ვერ მოახერხეს. ნატოს განმარტებით, მათი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავის ვიზუალურ ინდეტიფიცირებას ახდენდა და სტანდარტულ დისტანციაზე მიფრინავდა. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება იყო რუტუნული და F-16-ს არ დაურღვევია უსაფრთხო დისტანცია.

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უფრო ადრე რუსულმა მფრინავმა 1,5 მეტრის მანძილზე ჩაუფრინა მათ აგენტ თვითმფრინავს. აშშ-მა საფრთხის შემცველ უცაბედ შეხვედრაში რუსეთი დაადანაშაულა – ეს ინციდენტიც ბალტიის საჰაერო სივრცეში მოხდა. ოფიციალური ვაშინგტონის ბრალდებას უპასუხა მოსკოვმა და განაცხადა, რომ ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავმა “პროვოკაციული” ნაბიჯი გადადგა.

როგორც ბრიტანული გამოცემა BBC იუწყება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში ათობით მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა – ნატო და რუსეთი ერთმანეთს აგრესიული სვლებში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი