ახალი ამბები

სპა პრემიერს გადადგომისკენ, ივანიშვილს კი პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისკენ მოუწოდებს

21 ივნისი, 2017 • 2540
სპა პრემიერს გადადგომისკენ, ივანიშვილს კი პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისკენ მოუწოდებს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისკენ, ხოლო ამჟამინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა და ემზარ კვიციანმა დღეს, 21 ივნისს, გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრეები დღეს ხელისუფლების უზურპაციას ახორციელებენ.

“მე კვლავ მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქართული ოცნების ყველაზე გავლენიან წევრს და საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს. სწორედ დღეს უნდა შეასრულოს ბიძინა ივანიშვილიმა მისი დანაპირები, დღეს საქმე სწორედ დემოკრატიის რღვევასთან გვაქვს.  ამიტომ ივანიშვილი უნდა ჩაერიოს, ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილს, მე მას ვაძლევ პირდაპირ რჩევას, დატოვოს პრემიერის თანამდებობა,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გუშინ, 20 ივნისს, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო განხილვას პარლამენტში ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. “პატრიოტები” მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის მიერ შედგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ რევოლუციური პროცესებით ხდება შესაძლებელი და არა არჩევნების გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი