ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის ოჯახი საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება

21 ივნისი, 2017 •
დეკანოზ მამალაძის ოჯახი საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება. საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან დეკანოზის მშობლები, ცოლ-შვილი და და-ძმა.

საპატრიარქოში შესვლამდე დეკანოზის ოჯახის წევრებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილ შეხვედრას დეკანოზის ადვოკატები ვერ ესწრებიან.

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები თითქმის ერთ თვეა ითხოვდნენ პატრიარქთან შეხვედრას. თავდაპირველად ადვოკატებთან ერთად სურდათ ილია მეორესთან შეხვედრა, თუმცა მათ გარეშეც სურდათ პატრიარქთან საუბარი.

ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შესახვედრად მივიდა. 21.06.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი