მომხდარი დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა:
– ზემო ვაკეს, ვერეს, მთაწმინდასა და სოლოლაკს;
– ი. ჭავჭავაძის, პეკინის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს ;
– არაყიშვილის, აბაშიძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, კეკელიძის, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ცინცაძის, საბურთალოს, მგალობლიშვილის, ოსეთის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, დოლიძის, ჩიქოვანის, ფანასკერტელისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება ქეთევან წამებულის გამზირსა და გორგასლის ქუჩის ნაწილს.
კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს დაზიანების აღმოსაფხვრელი გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები და ჩამოთვლილ უბნებსა და ქუჩებს წყალმომარაგება დღეს საღამოდან ეტაპობრივად აღუდგებათ.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.
