გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 4 თვის განმავლობაში მისი სამუშაო დროის უდიდესი ნაწილი აღნიშნული საკითხების განხილვას და მოგვარებას ეთმობა:

“სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის უფლება არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია საკითხის გადამუშავება მოვახდინოთ და ძალიან ბევრ შემთხვევაში კომპანიების ადვოკატებად ვმუშაობთ, ვუმზადებთ მათ ახალ დოკუმენტაციას და ვახდენთ სასამართლოში მათ დახმარებას. არ ვმოქმედებთ როგორც მოპასუხენი, როგორც ეს იყო ადრე, ანუ არ ვებრძვით ამ კომპანიებს, არამედ პირიქით, ვეხმარებით მათ”.
გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, იუსტიციის სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სასამართლოს განაჩენების განხილვას მოახდენს.
