ახალი ამბები

სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირის წევრობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

21 ივნისი, 2017 •
სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირის წევრობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

სერბეთი და მონტენეგრო გუშინ ევროკავშირის წევრობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ, მას შემდეგ, რაც ბრიუსელთან მოლაპარაკებების ორი ახალი თავი გახსნეს.

20 ივნისიდან მონტენეგრო მოლაპარაკებებს იწყებს საქონლის თავისუფლად მოძრაობაზე (თავი 1) და რეგიონულ პოლიტიკაზე (თავი 22). ეს იმას ნიშნავს, რომ მონეტენეგროს მოსალაპარაკებელი 33 თავიდან უკვე 28 აქვს გახსნილი. აქედან 3 თავზე მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. თითოუელი თავი კონკრეტულ სფეროს ასახავს.

როგორც ცნობილია, მონტენეგრო ცოტა ხნის წინ ნატოშიც გაწევრიანდა.

სერბეთს ჯერ მხოლოდ 2 თავზე აქვს მოლაპარაკება დასრულებული. ის 20 ივნისიდან ორ ახალ თავზე იწყებს მოლაპარაკებას: საბაჟო კავშირი და ინტელექტუალური საკუთრების კანონი. სერბეთს ბრიუსელთან 10 თავზე აქვს მოლაპარაკება დაწყებული.

სერბეთი და მონტენეგრო ვალდებული არიან, რომ ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანონ მანამ, სანამ მოლაპარკაების ყველა თავი ოფიციალურად დაიხურება.

rferl.org-ის ცნობით, ევროკომისიამ 2014 წელს განცხადა, რომ 2019 წლის ბოლომდე ევროკავშირის გაფართოება მოსალოდნელი არ არის, თუმცა დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანას ბლოკში გაწევრიანება მომდევნო დეკადაში სურთ.

“მე სერბეთის მხარესთანაც ვაპირებთ შეხვედრას, უკვე დავგეგმე ვიზიტი და მინდა, რომ მათი გამოცდილება გავიზიარო. სერბეთი დგას გაწევრიანების გზაზე და ჩვენ შეგვიძლია ბევრი რაღაც მათგანაც ავიღოთ”, – ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა ნეტგაზეთთან ინტერვიუში. სერბეთისაგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადება გაკეთებული არ აქვს და ინტერვიუ სწორად ამ საკითხს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი