“150-დან 80 იყო ამნისტირებული. დანარჩენი 70 იყო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და ჩვენ არ გვსურს, რომ ამ ადამიანებმა ისევ ჩაიდინონ დანაშაული,” – განცხადა ღარიბაშვილმა დღეს, სამინისტროში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს.
მისი განცხადებით, სამინისტრო მზად არის მიიღოს შესაბამისი ზომები, თუკი განმეორებით მოხდება მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენა:
“თითოეული მათი მცდელობა, რომ ჩაიდინონ დანაშაული, იქნება გამოძიებული და იქნებიან უმკაცრესად დასჯილები. ჩვენ მათ არ ვურჩევთ, რომ დაბრუნდნენ ციხეში. თუ ისინი ხელმეორედ ჩაიდენენ დანაშაულს, ისინი დაუბრუნდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებს,” – აცხადებს ღარიბაშვილი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ბოლო, დღევანდელი მონაცემებით, ამნისტიის შედეგად 8 357 მსჯავრებული/ბრალდებული გათავისუფლდა.
