ვატიკანში, წმ. პეტრეს მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს რომის პაპ ფრანცისკეს ინაუგურაცია. აღნიშნული
ღონისძიება იმ ფაქტითაც გამორჩეულია, რომ მას ბოლო 1 000 წლის განმავლობაში პირველად ესწრება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ბართოლომეო I.  

 

ვატიკანის რადიოს ცნობით, რომის პაპის ინაუგურაციას 20–ზე მეტი ქრისტიანული ეკლესიისა და ეკუმენური

რომის პაპი
რომის პაპი

ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

რომის პაპის ინაუგურაციას სასულიერო პირების გარდა დაესწრებიან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, რომელთა შორისაა აშშ–ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 

 

ინაუგურაციამდე პაპმა ფრანცისკმა უკვე მიიღო პირველი დიპლომატიური გამოწვევები: არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდესმა რომის პაპს დახმარება სთხოვა დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებაში, რაც უკავშირდება ფოლკლენდის კუნძულების გამო წარმოქმნილ დავას. ჯერჯერობით ვატიკანს არგენტინის პრეზიდენტისთვის პასუხი არ გაუცია.

 

გარდა ამისა, რომის პაპის ინაუგურაციას დაესწრება ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აქვს აკრძალული.

 

რომის ახალი, 266–ე პაპი არგენტინელი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა, რომელმაც დაირქვა სახელი ფრანცისკი წმინდა ფრანცისკ ასიზელის პატივსაცემად.

 

პაპის არჩევნებში 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი – აშშ-ს.

 

ხორხე მარიო ბერგოლიო არგენტინაში 1936 წელს დაიბადა. მისი მამა რკინიგზის მუშა იყო იტალიიდან.

 

ახალი რომის პაპი საუბრობს ესპანურ, გერმანულ და იტალიურ ენებზე. პაპის არჩევნებზე 2005 წელს ხორხე ბერგოლიო ბენედიქტ მეთექვსმეტეს კონკურენტი იყო. ფრანცისკი არის პირველი არაევროპელი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *