ახალი ამბები

ომბუდსმენი ახალაიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს

18 მარტი, 2013 • • 1502
ომბუდსმენი ახალაიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მან თეა თუთბერიძისგან მიიღო ინფორმაცია ბაჩო ახალაიასა და გაგა მკურნალიძის სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, რის შემდეგაც მისი წარმომადგენლები ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფებოდნენ გლდანის ციხეში.

 

“მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო სერიოზული პრობლემები გაგა მკურნალიძესა და ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, ჩვენ შევედით გადასამოწმებლად. ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რეჟიმის უფროსი მოდებაძე გუშინ გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი პატიმრების მხრიდან, რაც არ დადასტურდა. რაც შეეხება ახალაიას და მკურნალიძეს, მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი პატიმრების მხრიდან. სხვა ტიპის რაიმე ზეწოლა არ ყოფილა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” უჩა ნანუაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ დროისათვის ახალაიასა და მკურნალიძეს საფრთხე არ ემუქრებათ.

 

“რამდენადაც ცნობილია, ისინი იმყოფებიან ცალკე სართულზე და მაქსიმალური გარანტიებია შექმნილი, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული”, – ამბობს სახალხო დამცველი

.

გლდანის ციხე
გლდანის ციხე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი