ახალი ამბები

შენობიდან, რომელსაც თბილისის მერია არემონტებს, მუშა გადმოვარდა

20 ივნისი, 2017 • 2559
შენობიდან, რომელსაც თბილისის მერია არემონტებს, მუშა გადმოვარდა

ილია ჭავჭავაის სახელობის ენისა და ლიტერატურის მუზეუმის შენობიდან, სადაც აღდგენით სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს, მუშა გადმოვარდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, რომ დაზარალებული ალადაშვილის სახელოის კლინიკაში გადაიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თბილისში, ჯავახიშვილის N7-ში მდებარე მუზეუმის რეაბილიტაცია მოიცავს შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენასა და კეთილმოწყობას.

მერიის დაპირებით, მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. მუზეუმის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება.

გარდა სახლისა, სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს. მერიის ცნობით, ჯავახიშვილის ქუჩა N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი