ახალი ამბები

ღარიბაშვილმა კურტანიძეზე კითხვის პასუხად უმცირესობას 26 მაისი შეახსენა

18 მარტი, 2013 • • 931
ღარიბაშვილმა კურტანიძეზე კითხვის პასუხად უმცირესობას 26 მაისი შეახსენა

“გადაიყვანთ თუ არა კურტანიძეს სხვა თანანმდებობაზე? ვისაც სურვილი აქვს ადამიანების ჭამის, ეს არის კანიბალობა და გადაიყვანეთ სხვაგან!”

მინისტრის მტკიცებით, კურტანიძე თავის მოვალეობას კარგად ასრულებს:

 

“ძალიან კარგად ასრულებს სპორტის სფეროში მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ის არის ჩართული სპორტულ მარათონებში.”

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ზურაბ ჯაფარიძე დაინტერესდა, მისაღებია თუ არა მისთვის კურტანიძის ხედვა:

 

“ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გაიგდო ფეხქვეშ. ასეთი ფაშისტური ადამიანის ხედვები მისაღებია?”

 

ღარიბაშვილის თქმით, კურტანიძემ აღიარა შეცდომა:

 

“ჩემთვის არ არის ეს მისაღები. მისი ეს განცხადება ჩემთვის მიუღებელია და მანაც აღიარა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ  თქვენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არათუ განცხადებას აკეთებდით, არამედ აღასრულებდით ამ ყველაფერს, რაზე საუბრობთ საერთოდ?! თქვენთვის მისაღები იყო 26 მაისი? თქვენთვის მისაღები იყო გაუპატიურება პატიმრების? რაც შეეხება კურტანიძის მიერ ცემის ფაქტს, ამას პროკურატურა იძიებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი