ახალი ამბები

ღარიბაშვილი უმცირესობას: ვერ დამჩაგრავთ

18 მარტი, 2013 •
ღარიბაშვილი უმცირესობას: ვერ დამჩაგრავთ

მინისტრის ეს რეპლიკა მას შემდეგ გაისმა, რაც დარბაზში უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოჩნდა და ამას უმცირესობის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.

 

მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. პირველი კითხვით მას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ მიმართა. ბარამიძემ მინისტრს განუცხადა, რომ გაიზარდა კრიმინოგენული

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

სიტუაცია, აყაჩაღებენ ტაქსის მძღოლებს, ავტომობილებს აცლიან აკუმულატორებს და სხვა ნაწილებს. დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობა შეშფოთებულია და მშობლები შვილების ქუჩაში გაშვებას ერიდებიან.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ბარამიძის პასუხად ჯერ სოდ–ისა და კუდ–ის გაუქმების შესახებ გააკეთა განმარტება:

 

“მე მინდა შეგახსენოთ, რომ მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და მე მაქვს უფლება და გავაკეთე განცხადება, თუ რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. მე მგონი, არავინ არ უარყოფს, რომ სოდი და კუდი წარმოადგენდნენ პოლიტიკური რეპრესიების სადამსჯელო მანქანას და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, გარდა მათზე დაკისრებული მოვალეობისა”. მისი თქმით, მან, პირველ რიგში, უპასუხა საზოგადოების დაკვეთას. 

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ შს მინისტრს უთხრა, რომ უახლესი კვლევებით, მოსახლეობა პრობლემად ასახელებს გართულებულ კრიმინოგენულ ვითარებას, რაც ბოლო წლების განამვლობაში არ მომხდარა.

 

“ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად ავხსნათ ეს, თუ რითია ეს გამოწვეული. ამნისტიის შედეგად 8 ათასამდე პატიმარმა დატოვა ციხე, 2 ათასამდე პატიმარი კი პრეზიდნეტმა შეიწყალა და მათ შორის არიან მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირებიც. ბუნებრივია, ნეგატიური ფონის შექმნა მოსახლეობაში ამან გამოიწვია. ბუნებრივია, ამას ემატება თქვენ მიერ მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადებები, რომ კიდევ უფრო დაძაბოთ საზოგადოება”, – განაცხადა შს მინისტრმა დეპუტატების პასუხად. მან ასევე დაასახელა წინა წლებში დანაშაულის სტატისტიკის მაჩვენებლები და თქვა, რომ უახლეს მონაცემებს შსს დაახლოებით 2 კვირაში გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი