ახალი ამბები

აქცია ევროპული ქარტიის წინააღმდეგ [VIDEO]

18 მარტი, 2013 • 1238
აქცია ევროპული ქარტიის წინააღმდეგ [VIDEO]

საპროტესტო აქციის მონაწილეები ძირითადად “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლები იყვნენ. ისინი პარლამენტის მიერ რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეს ფაქტი საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის:

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა. მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს და საქართველოს პარლამენტს, რომ არ მოხდეს ამ ქარტიის რატიფიცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძაბება ძალიან სიტუაცია. რაც მოხდა 1978 წელს, როცა ქართული ენის დასაცავად გამოვიდა ქართული ერის დიდი ნაწილი. ჩვენ არ გვინდა “ქართულმა ოცნებამ” ხალხს გაუცრუოს იმედები, “ნაციონალური მოძრაობა იმიტომ გაისტუმრა ხალხმა, რომ ატარებდნენ არაეროვნულ პოლიტიკას, ასეთივე პოლიტიკას ატარებს “ქართულ ოცნებაში” შემავალი რესპუბლიკური პარტია და თუკი ასე გააგრძელებენ, მათაც იგივე ბედი ეწევათ”, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, “ეროვნული ფრონტის” გამგეობის წევრმა ევგენი მიქელაძემ.

შეკრებილი საზოგადოების განცხადებით, ისინი აქციების გაგრძელებას აპირებენ.


შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საკრებულო პარლამენტისგან რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირებას მოითხოვს, რის შემდეგაც პარლამენტი გადაწყვეტს, თუ რომელ ენას მიენიჭება საქართველოში რეგიონალურის სტატუსი.

 

“ეროვნული ფრონტის” ორგანიზებით გასულ კვირაში თბილისში ანტითურქული აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი