ახალი ამბები

კუბლაშვილი: არსებობს შენიშვნები კომისიაზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედავს

18 მარტი, 2013 • 1598
კუბლაშვილი: არსებობს შენიშვნები კომისიაზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედავს

“ამ კომისიის უფლებამოსილება უნდა იყოს კიდევ უფრო კარგად დაზუსტებული იმიტომ, რომ იქაც შეიძლება იყოს რამდენიმე საკითხი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, ამიტომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შენიშვნები და ამ შენიშვნებზე იმედი მაქვს იუსტიციის სამინისტრო, დიდ ნაწილზე მაინც, დადებითად გამოგვეხმაურება. ჩვენ გვქონდა უკვე გასულ შაბათს შეხვედრა და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროექტის შემდგომი ვარიანტი”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მთავრობის სხდომაზე ახალ კანონპროექტს წარადგენს, რომელიც წინა წლებში ზოგიერთ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედავს.

 

ევროპის სახალხო პარტიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კომისიის მუშაობა აღიქმება როგორც პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი