საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქთაი ასადოვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ აბულფაზ გარაევთან.
“ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან. შეხვედრის დასასრულს გაიმართება ერთობლივი პრეს-კონფერენცია. აგრეთვე, იგეგმება შეხვედრა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთან”.– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის აღმოფხვრის საქმეში“.
