ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოქვეყნებს

19 ივნისი, 2017 • 1777
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. მისივე განმარტებით, ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოაქვეყნებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს დელეგაციამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სრულად გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. კობახიძე ასევე ამბობს, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე გაგრძელდება განხილვები საქართველოს პარლამენტში.

“გარდა ამისა, ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ამ საბოლოო დასკვნაში ოქტომბერში უკვე სრულად იქნება  ასახული ყველა ის ნორმა, რომელიც წარმოდგენილი არის საქართველოს კონსტიტუციაში. ამრიგად, ჩვენ ჩვენი დანაპირები შევასრულეთ.”

პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, ვენეციის დასკვნაში 20-ზე მეტი რეკომენდაცია იყო ასახული. აქედან ორ საკითხზე კომისიასთან დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა, კობახიძის თქმით, ეს ორი საკითხი საკვანძო არ არის:

“რაც შეეხება საკვანძო საკითხებს, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული, მათ შორის- საარჩევნო ბონუსთან დაკავშირებით,” – აღნიშნა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი