ახალი ამბები

ივანიშვილის ინსულტზე გავრცელებული ინფორმაცია “ქართუ ფონდში” არ დაადასტურეს

17 ივნისი, 2017 •
ივანიშვილის ინსულტზე გავრცელებული ინფორმაცია “ქართუ ფონდში” არ დაადასტურეს

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური ნაციონალური მოძრაობის ბოდვას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ინსულტის შეტევა აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

“ნაციონალური მოძრაობის ბოდვაზე კომენტარს ვერანაირად ვერ გავაკეთებ. რა კომენტარი იქნება, მე რომ ამაზე გიპასუხოთ, ყოველდღე ნაცები მორიგ სისულელეს გამოაცხობენ და ყოველდღე ამ სისულელეზე კომენტარი ვაკეთო?”, – უთხრა ნეტგაზეთს გიორგი უძილაურმა.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა მძიმედაა, მას ინსულტი აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი