ახალი ამბები

ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილი აპირებს, წულუკიანი და ღარიბაშვილი დაითხოვოს

15 მარტი, 2013 • 984
ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილი აპირებს, წულუკიანი და ღარიბაშვილი დაითხოვოს

ოქრუაშვილის თქმით, ის ძალაუფლება, რომელიც სააკაშვილს კონსტიტუციურად ენიჭება, გახსნილი ხელყუმბარაა:

“სააკაშვილს ხელში უჭირავს გახსნილი ხელყუმბარა, რომელსაც, ჩემი აზრით, აუცილებლად გადააგდებს. ის, პირველ რიგში, დაიზიანებს თავის თავს ამით, გარკვეულ ზიანს მიაყენებს ივანიშვილის ხელისუფლებას, მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენთვის, ვინც ამ რეჟიმისგან გარკვეულწილად შეწუხებულები და დაზარალებულები ვართ, იქნება უფრო კარგი, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი დამთავრდება”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი ხვდება, რომ მისი რეიტინგი 5%-ის მიდამოებშია და ახალი არჩევნებით ის ვერაფერ ახალს ვერ მიიღებს, ამიტომ ის მთავრობას არ დაითხოვს, მაგრამ გარკვეული საუბრების საფუძველზე ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ სააკაშვილი რამდენიმე მინისტრს თანამდებობიდან გაათავისუფლებს, ესენი იქნებიან: თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი და შესაძლოა მაია ფანჯიკიძეც:

“ერთ დღესაც მე და თქვენ გავიღვიძებთ და შინაგან საქმეთა მინისტრად დაგვხვდება მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრად ადეიშვილს არ დააბრუნებს, მე მგონი, და უფრო სხვაზე იფიქრებს. პირადად მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც დაზიანდნენ ამ რეჟიმის დროს, გულგრილები ვერ ვიქნებით, სახლებში ვერ დავსხდებით და ვერ დაველოდებით, როდის ააფეთქებს ის ამ ქვეყანას”, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “ღია ეთერში” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი