ამის შესახებ ოქრუაშვილმა ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა “ღია ეთერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
” ბევრი ადამიანი ცდილობს ვერსიების შემოტანას ჩემთან დაკავშირებით და ამ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მე გეტყვით, რომ ეს ვერსიები არანაირად არ არის რეალობასთან ახლოს. მიმდინარეობს გამოძიება და არ არის, მე მგონი, შორს ბოლო შედეგების დადების ეტაპი, პროკურატურა თავის სიტყვას იტყვის. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს სიმართლეში, მე ეჭვი მეპარება, მაგალითად, ოჯახის მიერ ჩემთან დაკავშირებით გამოთქმულ ვერსიებთან დაკავშირებით, თითქოს მოსამართლეს დავურეკე, თითქოს ადეიშვილს დავურეკე და ა.შ არ ჩავალ დეტალებში და კინკლაობაში, პროკურატურას ვთხოვ ერთ მარტივ რამეს. საქართველოში არ მომხდარა პრეცედენტი პოლიგრაფის გამოყენების, პოლიგრაფი არის სიცრუის დეტექტორი. მე თანახმა ვარ ჩვენება მივცე პოლიგრაფის მეშვეობით, ისევე როგორც ვითხოვ, რომ თუ ვინმე ჩემთან დაკავშირებით რაიმე ვერსიას ავითარებს, ის ადამიანებიც დაკითხული იყვნენ პოლიგრაფის მეშვეობით”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა
ოქრუაშვილის თქმით, მას გარკვეული ინფორმაცია გააჩნდა, თუმცა იარაღის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა:
“პროკურორმა გააკეთა განცხადება, რომ ბევრი ადამიანის დაკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მე არ ვიყავი ინფორმირებული, თუმცა მას ეჭვი აქვს, რომ შეუძლებელია მე ინფორმირებული არ ვყოფილიყავი. ინფორმირებულობა დანაშაული არ არის, მაგრამ ინფორმირებული, იარაღი იყო თუ არ იყო, მიიტანეს თუ არ მიიტანეს, ამასთან დაკავშირებით მე არ არ ვიყავი.
ეს ეჭვი პროკურორის მე შემიძლია გავაქარწყლო ერთი არგუმენტით. ეს შეიძლება ზოგისთვის დამაჯერებელი არ იყოს. 2004 წლის ცხინვალის წარუმატებელი კამპანიის შემდეგ მე გადართული ვიყავი ჯარის ფორსირებულად მშენებლობაზე. ერთგვარი რევანშის გრძნობაც მამოძრავებდა. ამის გამო იყო ჩემი მხრიდან ნაკლები ინტერესი და ყურადღება გამოჩენილი ამ საქმისადმი.
ბევრი ადამიანი ცდილობს ჩემს ამ პროცესში გამოყენებას,ჯერ ერთი, თავის გამოყენების საშუალებას მე არავის არ მივცემ და მეორე, პროკურატურაში არის საკმაო ჯანსაღი სიტუაცია, რომ გაირკვეს ბევრი რამე”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
