ახალი ამბები

ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში 2 ადამიანი დაშავდა ხანძრის გამო

17 ივნისი, 2017 • 1916
ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში 2 ადამიანი დაშავდა ხანძრის გამო

ფოთში ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში აფეთქების შედეგად ორმა დასაქმებულმა დამწვრობა მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, საწარმოში დანადგარი გადახურდა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა ფანჯრები და გაჩნდა ცეცხლი. სააგენტოს ცნობით, ხანძარი გაუჩნდა ხორბლის მტვერს.

ხანძრის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაც წინასწარი ინფორმაციით, კიდურების დამწვრობა აქვთ მიღებული.

სააგენტოს ცნობით, ადგილზე მისული იყო სამი სამაშველო ჯგუფი, ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი