ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიმართვის შემდეგ, ერევანში შეასწორეს საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე

16 ივნისი, 2017 •
მიმართვის შემდეგ, ერევანში შეასწორეს საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 11 ივნისის საღამოს ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ვიტრაჟზე, ავტომობილების გაქირავების ოფისის „ENTERPRISE“-ის სარეკლამო დაფაზე საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც დატანილი არ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

კომპანია„ENTERPRISE”-ის საქმიანობის სფერო ავტოტრანსპორტის საერთაშორისო მასშტაბით გაქირავებაა, რომელიც მომხმარებელს აღნიშნულ მომსახურებას სთავაზობს საქართველოსა და სომხეთში.

“2017 წლის 12 ივნისს ერევანში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიაწოდა ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ასევე შედგა საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან. საელჩოს ჩარევის შედეგად, ზემოაღნიშნული ოფისის ვიტრაჟიდან მოხსნილი იქნა არსებული სარეკლამო დაფა და მის ნაცვლად განთავსდა ქართულ მხარესთან შეთანხმებული ახალი სარეკლამო ბანერი”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

map

მასალების გადაბეჭდვის წესი