სერბეთს პირველი ქალი და ლესბოსელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ანა ბრნაბიჩი 41 წლის პოლიტიკოსია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ანა ბრნაბიჩი პრემიერის პოსტს დაიაკვებს, როგორც უპარტიო, ტექნოკრატი მენეჯერი. მან ბრნაბიჩი პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანად დაახასიათა.
BBC წერს, რომ სერბეთში ყველაზე მნიშნელოვან თანამდებობის პირად ვუჩიჩი დარჩება. ვუჩიჩი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი, ვინც ბრნაბიჩმა შეცვალა, “მთავრობის პოლიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს”, იგი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება. გარდიანის ცნობით, დაჩიჩი, ისევე როგორც ვუჩიჩი, თავის დროზე სლობოდან მილოშევიჩის მოკავშრეები იყვნენ. “ის სერბეთის მთავრობაში პრორუსულ და ნაციონალისტურ განშტოებას წარმოადგენს”, – წერს გარდიანი.
რაც შეეხება ანა ბრნაბიჩს, პოლიტიკაში ერთი წლის წინ მოვიდა. მას განათლება ამერიკასა და ინგლისში აქვს მიღებული.
“დასავლეთის ქვეყნებშიც კი გეის ან ლესბოსელის გაპრემიერება ძალიან პოზიტიური ნიუსი და სიგნალი იქნებოდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნაში, რომლის 65%-ს სჯერა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადებაა. პრემიერის თანამდებობაზე ლესბოსელის დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მესიჯია”, – ამბობს გორან მილეტიჩი, ლგბტ აქტივისტი სერბეთში.
რა მსგავსებები და განსხავავებებია სერბეთსა და საქართველოში ჰომოფობიური განწყობებეის თვალსაზრისით? – წაიკითხეთ, ინტერვიუ სერბ აქტივისტ ლეპა მლადენოვიჩთან.