ახალი ამბები

ივანიშვილი: ლუკა კურტანიძეს რიტორიკის კულტურა აკლია

14 მარტი, 2013 •
ივანიშვილი: ლუკა კურტანიძეს რიტორიკის კულტურა აკლია

“ამას გადავამოწმებ, ღარიბაშვილი ერთი დღით წასულია მივლინებაში, დამეთხოვა.  გამოვარკვევ და ჟურნალისტებსაც დავუძახებ”– ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძე

 

 

“რაც შეეხება ლუკა კურტანიძეს, მას პირადად ვიცნობ და პატივს ვცემ. მიუხედავად ამისა ვაღიარებ, რომ მას გამონათქვამებში ცდომილება ჰქონდა და აქვს კიდეც. არა მარტო ლუკა კურტანიძეს, კიდევ ბევრი შეგვიძლია სამეგობროში დავასახელოთ. ვერ ახერხებენ კორექტულები იყვნენ საკუთარ გამონათქვამებში. რა თქმა უნდა, ეს ცუდია. ძალიან აზიანებს ლუკას პირადად, თუმცა ვთვლი, რომ ის ძალიან კარგი პიროვნებაა” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მისი თქმით, ლუკა კურტანიძეს თავშეკავებულობა და კორექტულობა აკლია საუბარში:”თუ გნებავთ რიტორიკის კულტურაც აკლია.  თუმცა ის ვერ არის მოძულვევლი და არ არის ცუდი კაცი. მეც ვსაუბრობ და არ გამომდის. ეგრე ადვილი არ არის საუბარი. ემოციებს ვერ ვიჭერთ ხშირად და იმას ვამბობთ, რაც არ არის საჭირო.” 

 

 

პრემიერმა განაცხადა, რომ ლუკა კურტანიძის კონფლიქტის შესახებ ყურმოკვრით იცის: “ის კონფლიქტი მეც ყურმოკვრით ვიცი, თითქოს დარეგულირდა, მაგრამ კითხვები მაინც არსებობს. რომელი მხარეც არ უნდა იყოს კონფლიქტის გამომწვევი, საქმე უნდა გამოიძიოს და მივიდეს ბოლომდე. მაგრამ ძალიან ხშირად ხდება მორიგებები კანონის ფარგლებში. რაც შეეხება სიძულვილის ენას, გეთანხმებით, სიძულვილის ენა საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ, ეს დასაძრახია და არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი პრეზიდენტიც ვერ ახერხებს ამას. ჩემგან მგონი არ ყოფილა მსგავსი, ძალიან ვაკონტროლებ ჩემს თავს. ლუკა კურტანიძეს ცდომილება მოსდის საუბრის დონეზე.” 

 

ბიძინა ივანიშვილი ლუკა კურტანიძის მიერ პოლიციის აკადემიაში პრემიის სასხით 4 375 ლარის აღების ფაქტსაც გამოეხმაურა: “პრემიას რაც შეეხევბა, ეს კავშირში არ არის ამ საკითხთან.  გამონათქვამი არ უვარგა, მაგრამ შეიძლება სამსახურში წარმატებული იყოს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი