“რომ იცოდეთ უსუფაშილის აზრი, ჩვენ გვყავს უმრავლესობა პარლამენტში. მათ გამოცდილება არ აქვთ პარლამენტში
მუშაობის. უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, რომ არ გავბედო და არ შევიყვანო სიაში ცნობილი მსახიობი ან ვინმე სხვა. მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეს გამოცდილება და ასეთ ადამიანებს
ვეძებთ. პირდაპირ მახსენებს, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს პარლამენტში, ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება – ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს. ჩვენ შევიყვანეთ ჩვენი საყვარელი ხალხი სიაში, მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ იქ არის პროცედურა. ჩვენ კანონშემოქმედებით უნდა დავიწყოთ. თუ გვინდა დემოკრატია ავაშენოთ, კანონები უნდა შევქმნათ და მერე უნდა შევასრულოთ” – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე შეაფასა პოლიტიკური ოპონენტები და მათ გამოცდილობა შეუქო.
“არიან ინტელექტუალები, “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალიან ბევრს აქვს გამოცდილება. მეტი, ვიდრე აქვს ჩვენი გუნდის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. ჩემი დიდი სურვილია, რომ შევინარჩუნოთ და მათ გააგრძელონ თავიანთი გამოცდილების რეალიზება და დაეხმარონ ჩვენს საზოგადოებას განვითარებაში” –აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რამდენიმე კვირაში, 27 აპრილს, სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში, სამტრედიასა და ბაღდათში- გაიმართება შუალედური საპარლამენტო არჩევნები. ამ ოლქების ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატები, რადგან 1 ოქტომბერს არჩეულ დეპუტატებს – თეა წულუკიანს, არჩილ კბილაშვილსა და კახი კალაძეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო მოუწიათ პარლამენტის დატოვება.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდე, კოალიცია “ქართული ოცნების” სიით პარლამენტში მოხვდნენ სპორტსმენები, ასევე მსახიობები, რომელთა შორის არიან: ნუკრი ქანთარია, გოგი ქავთარაძე, ზაზა პაპუაშვილი და ა.შ.