ახალი ამბები

ანონსი – 15 ივნისი

14 ივნისი, 2017 • 1637
ანონსი – 15 ივნისი

10:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.


11:00 – “ევროპული საქართველოს ” ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინფი.  თემა – ფადი ასლის განცხადება და ზეწოლა ბიზნესზე.


11:00 – ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლოს მიერ დაბა ბაკურიანის მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ ყადაღის დადაებას.


12:00 – სასტუმრო ,,CITADINES’’ -ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება  შეხვედრა  მედიის  წარმომადგენლებთან  და  ექსპერტებთან.  თემა: საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთების  განკარგვასთან დაკავშირებით.


13:00 – სასტუმრო რუმსში, გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით  მხატვრული ფილმის “უარყოფითი რიცხვების” კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება.


16:00 – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი საჯარო ლექცია გაიმართება.


18:00 –  საკურორტო ზონა შეკვეთილში მდებარე გასართობი პარკი “ციცინათელა” და პარკი “საქართველო მინიატურებში” 2017 წლის სეზონი  ოფიციალურად იხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი