“გადადგომა დაფიქსირებული არ არის, ჯერჯერობით ის არის თანამდებობაზე, თუმცა უფლებამოსილება დროებით შეუწყდება და მას დროებითი საბჭო შეცვლის, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მერიის თანამშრომლებით, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით და პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლებით. შემდეგ არ არის გარკვეული, სხვა დაინიშნება, თუ რა მოხდება, ეს გაირკვევა მუშაობის პროცესში”, – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო სამადაშვილმა.
კახა ჩიხრაძის თქმით, მას გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია, ხოლო გადაყენების შესახებ მისთვის არაფერი უცნობებიათ:
“მე არ დამიწერია განცხადება და ჩემთვის არც არანაირი დოკუმენტი არ გადმოუციათ, არც მერიას და არც სხვას. არ დამიტოვებია თანამდებობა, ვარ ისევ და ვაგრძელებ ჩემს სამუშას. რაც შეეხება დროებით საბჭოს, ჩემი ინფორმაციით, ეს საკონსულტაციო საბჭო უნდა იყოს, რომელიც სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში ჩაერთვება. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა კახა ჩიხრაძემ.
მოშიმშილეებმა, რომლებიც სამსახურის მენეჯმენტის შეცვლის მოთხოვნით ერთი კვირის მანძილზე შიმშილობდნენ, პროტესტი შეწყვიტეს. მოშიმშილეები ასევე ითხოვდნენ სასწრაფოს დახმარების ბრიგადების დამატებას, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას.