ახალი ამბები

ვატიკანში რომის პაპი არჩეულია

13 მარტი, 2013 •
ვატიკანში რომის პაპი არჩეულია

სიქსტის კაპელაში მიმდინარე არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის დახურულ გარემოში მიმდინარეობდა. ამ დროისათვის კათოლიკური ეკლესიის 115 კარდინალის სხდომა დასრულებულია.

რომის ახალი პაპის ვინაობა მალე გახდება ცნობილი. როდესაც ახალ პაპს ოფიციალურად  წარადგენენ, ის საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვა. 

 

“ბიბისის” ცნობით, პაპის კანდიდატურის განხილვაზე აშკარა ფავორიტები არ სახელდებოდა. რომის პაპის სავარაუდო კანდიდატად სახელდებოდნენ: იტალილი კარდინალი ანჯელო სკოლა, ბრაზილიელი ოდილო შერარი და კანადელი .კარდინალი მარკ უელლე.

 

პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე 2013 წლის თებერვალში გადადგა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

 

პაპის არჩევის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან სიქსტის კაპელაზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი ბოლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარდინალებმა პაპის არჩევა ვერ მოახერხეს. 

 

2005 წელს რომის პაპის არჩევას ორი დღე დასჭირდა. პაპი ოთხი ტურის შემდეგ აირჩიეს.  2013 წლის 13 მარტს ახალი პაპის არჩევასაც ოთხი ტური დასჭირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი