ახალი ამბები

კობა დავითაშვილი: თავდაცვის დრო დასრულდა, უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე

13 მარტი, 2013 •
კობა დავითაშვილი: თავდაცვის დრო დასრულდა, უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე

მისი განცხადებით, ეს პარტია ლობირებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს.

 

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

 “ახლა ეს პარტია საკუთარ თავს იცავს და არა სააკაშვილის რეჟიმს. მათ საკმაო პრობლემები ექნებათ იმის გამო, რომ მათ მიერ დემოკრატიად გამოცხადებული ავტორიტარული რეჟიმის მამხილებელი ფაქტები გავრცელდა ევროპაში. გავრცელდა ციხის კადრები, ავტორიტარული რეჟიმის და ადამიანის წამების ფაქტები. მათ აწუხებთ, ბუნებრივია, ეს და აირჩიეს ტაქტიკა: გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო” – ეს განცხადება კობა დავითაშვილმა მე–9 არხის გადაცემა “მთავარ კითხვაში” გააკეთა.

კობა დავითაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებმა უნდა მიაწოდონ ევროპის”სახალხო პარტიის”პოლიტიკურ ოპონენტებს ობიექტური მასალები: “რათა მათ დასვან კითხვა, სად წავიდა  ევროპელ და ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული?  როგორი რეჟმის მშენებლობას მოხმარდა? რამდენად დემოკრატიული რეჟიმი აშენდა ქვეყანაში და რა განსხვავებაა სააკაშვილსა და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს შორის.  მხოლოდ ის ფული, რაც მან პოლიტიკურ პიარში დახარჯა? ამიტომ ძალიან სწორია პარლამენტის თავმჯდომარის ტონი, რომლითაც მან მიმართა “სახალხო პარტიას”, რომელიც გასცდა ყოველგვარ ფარგლებს და უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში. მოქმედებს პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავი დაიცვას.” 

კობა დავითაშვილის განცხადებით, თავდაცვის დრო დასრულადა ახლა თავდასხმაზე გადასვლის დროა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ საჭიროა გაეცეს პასუხი ამ პოლიტიკურ ჯგუფს: ” მცირე ჯგუფია, მაგრამ გავლენიანი. მისი უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. კარგი იქნეოდა ასეთივე მკაცრი რეაგირება მოყოლოდა ამერიკელ კონგრესმენთა წერილს, რომელიც დაახლოებით იგივე შინაარსის იყო. იქაც უნდა გვემუშავა და კონგრესმენების პოლიტიკური ოპონენტებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ფაქტები. ვის უჭერენ მხარს და სად დაიხარჯა ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული”. 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი