ახალი ამბები

კახა კოხრეიძე: სპეციალური კომისია დაჯარიმებული ბიზნესების საქმეებს შეისწავლის

13 მარტი, 2013 •
კახა კოხრეიძე: სპეციალური კომისია დაჯარიმებული ბიზნესების საქმეებს შეისწავლის

კახა კოხრეიძე აცხადებს, რომ ქვეყააში ბიზნესი უნდა იყოს დაცული, ხოლო ინვესტორების უფლებები გარანტირებული.

კახა კოხრეიძე
კახა კოხრეიძე

 

“უნდა გაიწეროს კონკრეტული სქემა და შეიქმნას მექანიზმი, რომ უკანონოდ დაჯარიმებულმა ბიზნესებმა ფული უკან დაიბრუნონ. არ არის გამორიცხული, რომ  ამგვარი საკითხები აიღოს სახელმწიფომ, როგორც შიდა ვალი,” – აცხადებს კახა კოხრეიძე. 

 

 

მისი თქმით, კომისიის შექმნა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საქმიანობას არ შეავიწროვებს:

 

“ბიზნესომბუდსმენი იქნება ალბათ მიმდინარე საქმეებზე ფოკუსირებული. ომბუდსმენის ინსტიტუტი არ არის იმგვარი სამართლებრივი მექანიზმების მფლობელი, რომ მოახდონოს ძველი საქმეების კანონიერი გადასინჯვა. ის მიმდინარე საკითხებს გაუწევს მონიტორინგს, ხოლო კომისია გასული პერიოდის საქმებს გადახედავს.”

 

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ასოცოაციის ხელმძღვაენლის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროკურორთან: “გაჩნდა მოსაზება, რომ ბიზნესი უნდა შეხვედროდა პროკურორს, რადგან ბიზნესების დიდი ნაწილისთვის პროკურატურის მიერ გირავნობის შეფარდება უკანონოდ ხდებოდა.”

 

მთავარი პროკურორის და ბიზნესის დახურული შეხვედრა დღეს  პროკურატურის შენობაში შედგა. შეხვედრის ინიციატივა მცირე და საშულო ბიზნესის ასოცოაციას და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი